შეხვედრა ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში

CENN-ის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის კოორდინაორის, მაია კოდუას ორგანიზებით, შეხვედრა/სემინარი გაიმართა ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან. შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ პრეზენტაციები CENN-ის მიერ  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად გამოცხადებული სასკოლო ფოტოკონკურსის ,,ფოტო სინთეზ-2016’’ ნიკო კეცხოველის სახელობის 2016 წლის პრემიის მოსაპოვებლად და საქართველოს სატყეო პორტალის forestry.cenn.org – ის შესახებ. ფოტოკონკურსის თემატიკისა და პირობების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა და სკოლის დირექტორებმა. სკოლის დირექტორების განცხადებით, სკოლებში პროექტთან ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ თანამშრომლობის მიზნით შეირჩევა ბიოლოგიის მასწავლებლები, რომლებიც  ჩაატარებენ ტრეინინგებს სკოლებში  მოსწავლეებისთვის ფოტოკონკურსში მონაწილეობისას მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. შეხვედრის მონაწილეებს აგრეთვე გადაეცათ CENN-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალები. 1