ზუგდიდის სოფელ დარჩელის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის "დაფიონას" წევრებმა სოფიკო ნავეიშვილმა და სალინა ხურცილავამ მეხუთე კლასელებთან ერთად განახორციელეს აქტივობა ნარჩენების მართვაზე სახელწოდებით "მაკულატურა ვაქციოთ ქაღალდად".
სკოლაში შეგროვებული ქაღალდის ნარჩენები ერთი დღით ადრე მოათავსეს წყლიან ჯამში. მეორე დღეს მიქსერის საშუალებით ეს მასა გადაიქცა ფაფად, რომელიც მოათავსეს თხელ ფენად ქსოვილის ნაჭერზე , დაადეს ზემოთ მძიმე საგანი. გაშრობის შემდეგ მიიღება მეორადი ქაღალდი. აქტივობაში ხალისით ჩაერთო სსმპ მოსწავლე.
ეს აქტივობა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების 12-ე მიზანს: მდგრადი მოხმარება და წარმოება, რომლის მთავარი მიზანია ნარცენების შემცირება და მეორადი გადამუშავების პროცესის დამკვიდრება.