ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ "მარჯანის“ წევრებმა მდინარე კინტრიშის მარცხენა სანაპირო დაასუფთავეს სოფელ ხუცუბნისა და სოფელ კვირიკეს დამაკავშირებელი ხიდის მიმართულებით.
დანაგვანებული ადგილის მიმდებარედ ორი საწარმოა, სასათბურე მეურნეობა და ქვის ფილების საამქრო, რომელთა კომპეტენციებშიც შედის მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი ღონისძიებების მოწყობა. ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ადგილი აქვს მდინარის მიმართ ვანდალურ ქმედებებს, რაც გამოიხატება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით მდინარის დანინძურებაში.
მდინარის სანაპიროზე სანაგვე კონტეინერებია განთავსებული და ეკოკლუბის წევრებისათვის გაუგებარი დარჩა საკითხი რატომ აბინძურებენ მდინარეს, როდესაც ამის "აუცილებლობა" უბრალოდ არ არსებობს.