ვანის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის გუნდმა "მწვანე მომავალმა" გეგმის მიხედვით ჩაატარა კვლევა სოფლის მოსახლეობაში ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსახლეობის მიერ ნიადაგის ქიმიური საშუალებებით დამუშავების ინტენსივობის მონიტორინგის მიზნით.
აღნიშნული საკითხი დიდ გამოწვევად იქცა ქიმიური საშუალებების მომრავლებაის ფონზე. მათი ინტენსიური მოხმარება კი პროდუქტების ტოქსიკურობის ზრდას და სხვადასხვა დაავადებების ინიცირებას იწვევს.
კვლევამ აჩვენა, რომ მიქელეფონის სოფლის მოსახლეობა ძირითადად ბუნებრივ ორგანულ სასუქს იყენებენ.მხოლოდ წელიწადში ორჯერ იყენებენ მწერების საწინააღმდეგოდ ინსექტიციდებს.
"კვლევის შედეგი სასიხარულოა, რადგან დავადგინეთ, რომ ჩვენი სოფლის მოსახლეობა ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს. სასიხარულო იყო ისიც, რომ მათმა უმრავლესობამ იცოდა რა საფრთხის შემცველია ნიადაგის ზედმეტად ქიმიური საშუალებებით გადატვირთვა. მათთვისაც პრიორიტეტია ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება" - ამბობენ სოფელ მიქელეფონის სკოლის მოსწავლეები.
აქტივობაში მონაწილეობდა გუნდის სსსმ მოსწავლე.