24 იანვარს ხარაგაულის რესურსცენტრში გამართული კონფერენციის დღეს პროექტ'' ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის'' მონაწილე სკოლებმა დავგეგმეს დასუფთავების ერთობლივი აქცია, რომლის ფარგლებშიც 28 იანვარს პირველი საათიდან წინასწარ შერჩეულ ტერიტორიას ერთობლივად დაასუფთავებდნენ .
კიცხის და ბორის საჯარო სკოლების ეკოკლუბების წარმომადგენლებმა იმავე დღეს ერთობლივად შეარჩიეს სოფ. კიცხის ტერიტორია, მდინარე ბორიმელას სანაპირო და საავტომობილი გზის სანაპირო მონაკვეთი.
28 იანვარს, ორივე სკოლის გუნდების წარმომადგენლებმა დღის პირველი საათიდან დაიწყო დასუფთავება , რომელიც გაგრძელდა რამოდენიმე საათი, შეგროვილი ნაგავი კი განათავსეს ნაგვის კონტეინერში.
მსგავსი ტიპის აქციები ემსახურება ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი კულტურის ამაღლებას, სამოქალაქო აქტივობის და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას.
მოსწავლეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, ასე ერთობლივად დაასუფთაონ სხვა მონაკვეთებიც.