ბიოსფერული რეზერვატების შესახებ

ადამიანები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბიოსფეროში ენერგიის ნაკადების შენარჩუნებაში. მიუხედავად ამისა, ისინი ზოგჯერ აფერხებენ ამ პროცესს. მაგალითად, როდესაც ადამიანები გადაჭარბებულად მოიხმარენ ტყის მერქნულ რესურსებს; წიაღისეულ საწვავს – ქვანახშირსა და ნავთობს ატმოსფეროში ჯანგბადის დონე იკლებს და ნახშირორჟანგის დონე იმატებს. ნავთობის ჩაღვრა და ინდუსტრიული ნარჩენები საფრთხეს უქმნიან ჰიდროსფეროში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს. 1970  წელს გაეროს ეგიდით დაიწყო პროგრამა ,,ადამიანი და ბიოსფერო“ (Man and the Biosphere (MAB)). ამ პროექტის ფარგლებში გამოიყო ბიოსფერული რეზერვატების ქსელი, რომელთა მიზანია ადამიანსა და ბუნებას შორის ბალანსის შენარჩუნება. პროგრამის მისიას წარმოადგენს ბალანსის დაცვა ხშირად წინააღმდეგობრივ მიზნებს შორის : ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნება. 2 ფოტო : UNESCO/Lee Kang soo, Gochang - ის ბიოსფერული რეზერვატი, კორეის რესპუბლიკა ბიოსფერული რეზერვატი არის დაცული ტერიტორიის უნიკალური სახეობა. იგი ნაკრძალების, ეროვნული პარკებისა თუ დაცული ლანდშაფტებისაგან იმით განსხვავდება, რომ აქვს სამი განსხვავებული, მაგრამ ერთანირად მნიშვნელოვანი მიზანი :

  • გენეტიკური რესურსების, სახეობებისა და ეკოსისტემების კონსერვაცია;
  • მეცნიერული კვლევა და მონიტორინგი;
  • მიმდებარე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის განვითარების ხელშეწყობა;
ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიების სხვა სახეობები, როგერც წესი, პირდაპირად არიან მიმართულნი კონსერვაციის ფუნქციაზე,  კვლევასა და განვითარების ხელშეწყობა კი მეორადი მიზნებია. ბიოსფერული რეზერვატის მართვის კონკრეტული მოდელი არ არსებობს, თუმცა განსაზღვრულია 2 მთავარი პრინციპი: მენეჯმენტის სისტემა უნდა იყოს ღია მოსახლეობის მოსაზრებებისათვის და მოქნილი გარემოში მიმდინარე ცვლილებების მიმართ. ბიოსფერული რეზერვატი ის ადგილია, სადაც მოსახლეობა მუშაობს ტერიტორიის მმართველ სააგენტოებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან, სკოლებთან და სხვა ინსტიტუციებთან  ერთად იმისათვის, რომ უპასუხონ გარე ეკონომიკურ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ზეწოლას, რომლებიც გავლენას ახდენენ ტერიტორიის ეკოლოგიურ და კულტურულ ფასეულობებზე. 3 ფოტო: © UNESCO,  ინდოეთის ზოოლოგიური კვლევა, ევრაზიის მოლაღური - Oriolus oriolus (Linnaeus) - დიდი ნიკობარის ბიოსფერული რეზერვატი (ინდოეთი) იმისათვის, რომ ბიოსფერულმა რეზერვატმა MAB–ის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, უნდა გამოიყოს 3 ზონა :
  1. კანონიერად დაცული ძირითადი ნაწილი –  სადაც მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი წყლისა და ხმელეთის ხელშეუხებლობა; ამ ნაწილის ძირითადი ფუნქციაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონსერვაცია. დაშვებულია  კვლევითი, საკანონმდებლო და რეკრეაციული აქტივობებიც, თუმცა  მათ რაც შეიძლება ნაკლები გავლენა უნდა ჰქონდეთ გარემოზე.
  2. ძირითადი ნაწილის გარშემო – ბუფერული ზონა.  ეს არეალი კარგად უნდა იყოს განსაზღვრული. როგორც წესი ბუფერულ ზონაში ხორციელდება საგანმანათლებლო, კვლევითი, რეკრეაციული და კვლევეითი აქტივობები, ეკოტურიზმი.
  3. შუალედური ზონა – ეს არეალი შეიძლება მოიცავდეს ქალაქებს, ფერმებს, თევზსაჭერებს. აქ ადგილობრივი თვითმმართველობები, მმართველი სააგენტოები, მეცნიერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული პირები ერთად მუშაობენ ტერიტორიის რესურსების მართვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
  4 ფოტო: © UNESCO/Carl Peterolff, L'Audomarois (Marais Audomarois) - საფრანგეთი აქვს თუ არა საქართველოს ბიოსფერული რეზერვატის შექმნის პოტენციალი ? სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც საქართველოს რეგიონების პოტენციალს შეისწავლის, რაც იუნესკოს ბიოსფერული რეზერვატის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. მიხაილ ზუკოს ფონდმა საქართველოს რეგიონების წინასწარი შესწავლის მიზნით დოკუმენტი ა/წ 17 სექტემბერს წარმოადგინა. ახლო მომავალში შემუშავებული დოკუმენტის და საჯარო კონსულტაციების საფუძველზე პოტენციური რეგიონი ბიოსფერული რეზერვატის შექმნისთვის შეირჩევა. ამ  დროისთვის მსოფლიოს 120  ქვეყანაში სულ  651 ბიოსფერული რეზერვატი არსებობს :
  • 67 – აფრიკის 28 ქვეყანაში
  • 28 –11 არაბულ  სახელმწიფოში
  • 137 – აზიისა და წყნარი ოკეანის 24 ქვეყანაში
  • 297 – ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის 36 ქვეყანაში
  • 122 – ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის 21 ქვეყანაში
ლექსიკონი ბიოსფერო  – (ინგ. biosphere, ბერძ. bios - სიცოცხლე და sphaira - სფერო) — დედამიწის თხელი ფენა, სადაც არსებობს და ვითარდება სიცოცხლე. თანამედროვე ბიოსფერო მოიცავს ლითოსფეროს, ანუ დედამიწის ქერქს; ჰიდროსფეროს ანუ დედამიწის წყლიან გარსს და ატმოსფეროს ანუ პლანეტის აიროვან გარსს. https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D ეკოსისტემა – ბუნების ეკოსისტემას განმარტავენ, როგორც ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ერთობლიობას გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულში. მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ეკოსისტემაში ცოცხალი და არაცოცხალი ბუნების ელემენტები უმჭიდროვეს კავშირშია ერთმანეთთან. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=6755