2019 წლის 19 სექტემბერს USAID–ის მიერ დაფინანსებული ორი პროგრამის – „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ (WMTR)და „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ფარგლებში მოქმედი ჟურნალისტებისთვის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა გასვლითი მედიატური. ტურში მონაწილეობა მიიღო ბეჭდვითი მედიის, ტელევიზიისა და რადიოს 11–მა წარმომადგენელმა.
მედიატურის მიზანი იყო ჟურნალისტების ყურადღების მიპყრობა საქართველოში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ნარჩენების გადამმუშავებელი მცირე კომპანიების პრობლემებზე. ნარჩენების გადამამუშავებელი სექტორის განვითარებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი ხელს უწყობს გარემოსთვის დიდი ზიანის მომტანი ნარჩენების შემცირებას და ამავე დროს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, რაც ყველასთვის მომგებიანია.
გასვლითმა ტურმა მოიცვა შემდეგი ობიექტების მონახულება:
· ქაღალდის გადამმუშავებელი საწარმო – შპს “ნეოპრინტი“, რომელიც გადამუშავებული ქაღალდისგან მუყაოს ყუთებს აწარმოებს;
· სს „მინა“ – საქართველოში ერთადერთი და კავკასიაში ერთერთი უმსხვილესი მინის ჭურჭლის მწარმოებელი.
აღსანიშნავია, რომ სს „მინა“ მინის ჭურჭლის ნაწილს აწარმოებს გადამუშავებული მინისგან, თუმცა ამ მხრივ მისი პოტენციალი გაცილებით უფრო დიდია.
იმისთვის, რომ უკეთ გაეაზრებინათ ზემოაღნიშნული კომპანიებისსაქმიანობა, ჟურნალისტებმა კომპანიების წარმომადგენლებს დაუსვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხების ირგვლივ, ხოლო კომპანიების წარმომადგენლებმმა მათ განუმარტეს სამეწარმეო ციკლი, ლოგისტიკა, მათი კომპანიებისა და ზოგადად ნარჩენების გადამუშავების სექტორის წინაშე არსებული პრობლემები და მათი განვითარების პოტენციალი.
ერთერთი უმთავრესი საკითხი, რომელიც კომპანიებთან შეხვედრისას გამოიკვეთა და რომელიც ასევე პოტენციური განვითარების სფეროს წარმოადგენს, იყო მათი პროდუქციისთვის საჭირო ნედლეულის სისტემატური შეგროვების პრაქტიკის ნაკლებობა. შპს „ნეოპრინტი“ არ მუშაობს სრული დატვირთვით ქაღალდის მასალების ნაკლებობის გამო, ხოლო სს „მინა“ ამავე მიზეზით მინის ჭურჭლის მხოლოდ მცირე ნაწილს აწარმოებს მინის ნარჩენებისგან. ქვეყანაში ნარჩენების სისტემატიური სეპარირების განვითარება ხელს შეუწყობდა აღნიშნული პრობლემების გადაჭრას და სხვადასხვა ტიპის ნარჩენების გადამმუშავებლი ახალი მცირე და საშუალო საწარმოების გაჩენას.
მედიატურის დასკვნითი ნაწილი გაიმართა ბულაჩაურში, CENN –ის „მწვანე ცენტრში“, სადაც განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორიცაა ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა; ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 15 იანვარს; ნარჩენების მართვა ევროკავშირის ქვეყნებში ნარჩენების მართვა ევროკავშირის ქვეყნებში, რამდენადაც საქართველო–ევროკავშირის ხელშეკრულება საქართველოს ავალდებულებს, დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ნარჩენების მართვის სფეროშიც. |
On September 19, 2015 within the framework of the two USAID funded programs – Waste Management Technologies in Regions (WMTR) and Governing for Growth (G4G) an offsite media tour for active journalists on waste management related issues was organized. 11 media representatives of printing, television and radio participated in the tour.
The purpose of the media tour was to attract the attention of journalists towards waste management related issues in Georgia, focusing on the challenges small recycling businesses face. Development of the recycling sector is very important to Georgia as it reduces waste, which causes serious environmental issues, while also contributing to the country’s economy, creating a win-win situation.
The offsite media tour included visits to:
· The paper recycling factory L.T.D “Neoprint”, which is producing cardboard boxes out of recycled paper; and
· J.S.C. Mina, the sole producer of glass containers in Georgia and one of the biggest in the Caucasus.
It must be noted that JSC Mina is producing some of its glass containers out of recycled glass, though its potential in this direction is much higher.
To deepen the understanding of the companies’ activities, journalists asked questions of interest and the companies’ representatives explained to them the full production cycle, logistics, challenges faced and the potential for development of their companies and the recycling sector in general.
One of the main issues identified, which represents a potential area of development, was the lack of systematic collection of production input – paper and glass waste. LTD Neoprint is not working at full capacity due to a lack of paper material, paper waste and JSC Mina is producing only a small amount of glass containers out of glass waste for the same reason. Development of systematic waste separation in the country would solve these issues, and also contribute to creation of new small and medium size business initiatives to recycle different types of waste.
The media tour was concluded in CENN Green Center, Bulachauri with discussions on the importance of recycling; the Waste Management Code that entered into force on January 15, 2015; and EU approaches to waste management, as the Association Agreement between Georgia and EU obliges Georgia to move towards EU standards in many different sectors, including waste management. |
პროგრამას, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში,ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს International City/County Management Association CENN–თან ერთად, რომელიც ინიციატივის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციაა.
ზემოთ აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)
მისამართი: ორპირის ქ. №2, თბილისი, 0105, საქართველო
ტელ: +995 32 2 43 45 22/23/24
|
The initiative Waste Management Technologies in Regions is supported by the U.S. Agency for International Development (USAID) and implemented by the International City/County Management Association (ICMA) together with CENN.
The above mentioned program aims to support the competent central and local government authorities, local businesses and communities, and municipalities in the design of an integrated waste management system for the Kakheti and Adjara regions.
For detailed information, please contact us:
Waste Management Technologies in Regions (WMTR)
2, Orpiri St., Tbilisi, Georgia
T.: +995 32 2 43 45 22/23 |