29-30 სექტემბერს, სკოლის მოსწავლეები საქართველოს ხუთი რეგიონიდან შეიკრიბნენ პროგრამის ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში ფარგლებში ორგანიზებულ ახალგაზრდულ სამიტზე გამოცდილების გაზიარებისა და ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებზე მსჯელობისათვის. სამიტი გაიმართა ნარჩენების მართვის სათემო საკითხების ინტეგრიაცია მუნიციპალური განვითარების პრიორიტეტებში კახეთი მაგალითზეპროგრამასთან თანამშრომლობით და მასში მონაწილეობა მიიღო 25–მა სკოლის მოსწავლემ აჭარიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან და სამცხე–ჯავახეთიდან.
ახალგაზრდული სამიტი შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა საქართველოს რეგიონების ახალგაზრდა, აქტიური და მოტივირებული სტუდენტებისათვის ინფორმაციის გაზიარებისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმების შესამუშავებლად, რაც ხელს შეუწყობს მათსაცხოვრებელ გარემოში ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემების ნაწილობრივი აღმოფხვრას, ასევე ახალგაზრდებს, სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუტებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის.
სამიტის მეორე დღეს, 30 სექტემბერს, სატუმრო Holiday Inn–ის საკონფერენციო დარბაზში, სიტყვით გამოვიდა USAID/კავკასია–ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თომას რ. მორისი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები.
სამიტის მეორე ნაწილი მოიცავდა მონაწილეების გაერთიანებული პრეზენტაციების წარდგენას ოთხ ძირითად საკითხზე:
1. ნარჩენების პრობლემა მსოფლიოსა და საქართველოში;
2. პრობლემის აღმოფხვრის გზები;
3. ახალგაზრდების როლი სუფთა მომავლის უზრუნველყოფაში; და
4. ხელისუფლებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების როლი.
მონაწილეებმა ასევე გააჟღერეს პრობლემის გადაჭრის ისეთი კონკრეტული იდეები, როგორიცაა პოლიეთილენის პარკებზე გადასახადის დაწესება და უფრო მჭიდრო თანამშრომლობა მთავრობებსა და სკოლებს შორის.
პრეზენტაციების დასასრულს მონაწილეებსა და მოწვეულ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის გაიმართა აქტიური დისკუსია საქართველოში ნარჩენების მართვის თემაზე, სადაც მოხდა აზრების გაცვლა და გაეცა პასუხები მონაწილეთა კითხვებს. |
On September 29-30, 25 school students from five regions of Georgia (Adjara, Kakheti, Imereti, Samegrelo, Samtskhe-Javakheti) gathered for a 2 day youth summit, part of the Waste Management Technologies in Regions program in cooperation with Incorporation of Community Level Waste Management Issues in Local Development Agenda on the Example of Kakheti Region Program. During the summit the students shared their views and experiences regarding waste management problems in their living areas and future development possibilities in Georgia
The Youth Summit served as an excellent opportunity for young, active, motivated students from different regions of Georgia to develop action plans for their initiatives in order to solve some of the waste management issues in their living areas, to create a platform for dialogue between them, the Government and non-governmental institutions, as well as to support dialogue and partnerships.
Thomas R. Morris, Acting Mission Director of USAID/Caucasus welcomed the participants of the Youth Summit on the second day of the Summit in Holiday Inn, Tbilisi on September 30.
The event was also attended by representatives of the Ministry of Environment and Natural Resources Protection of Georgia, Solid Waste Management Company of Georgia and NGO sector representatives.
During event he students presented their consolidated works in four main directions:
1. Waste problems on global scale and in Georgia,
2. Ways and means to solve these problems,
3. Their role in a better waste managed future, and
4. The role of governments and other stakeholders.
Participants also shared their concrete ideas for necessary measures to carry out like - minimal charging of plastic bags, and closer cooperation and communication between the governments and schools in general.
The Presentations were followed by an active discussion between students, representatives of government agencies and non-governmental organizations on waste management related topics of interest.
|
პროგრამას, ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში,ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს International City/County Management Association CENN–თან ერთად, რომელიც ინიციატივის ქვეკონტრაქტორი ორგანიზაციაა.
ზემოთ აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს შესაბამის ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობებს, ადგილობრივ ბიზნესს, თემებსა და მუნიციპალიტეტებს ნარჩენების მართვის ინტეგრირებული სისტემის შემუშავებაში საქართველოს ორ სამიზნე რეგიონში – კახეთსა და აჭარაში.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში (WMTR)
მისამართი: ორპირის ქ. №2, თბილისი, 0105, საქართველო
ტელ: +995 32 2 43 45 22/23/24
|