15 ოქტომბერს ზუგდიდის #1 საჯარო სკოლაში ტრეინინგი ჩატარდა. ტრეინინგზე სკოლის მოსწავლეებს წარედგინათ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად გამოცხადებული ფოტოკონკურს ,,ფოტო სინთეზ-2016’’-ის თემა: "საქართველოს ფაუნა- ფოტოგრაფია VS ნადირობა’’ და კონკურსის პირობები.
ტრეინინგის მონაწილეებისთვის მოხდა აგრეთვე CENN-ის მიერ პროექტის ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’, რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის - ADC ფინანსური მხარდაჭერით, ფარგლებში მომზადებული საქართველოს სატყეო პორტალის forestry.cenn.org -ის გაცნობა.
ტრეინინგები აღნიშნულ თემებზე წარმატებით ჩატარდა სამეგრელო-ზემო სვანეთის ბევრ სკოლაში: ხაიშის, დიდინეძის, ორულუს, თორსის, ხამისქურის, ჩხოროწყუს #1, ახუთის #2, ლესიჭინეს #1, სენაკის #1, ფოთის #2 და სხვა საჯარო სკოლებში.
ტრეინინგები ტარდება მოსწავლეების CENN-ის პროგრამებში ჩართვისა და ფოტოკონკურსში მონაწილეობისას მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.