ეკოკლუბ "მწვანე ხელების" მნიშვნელოვანი შეხვედრა რეინჯერთან

ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა"მწვანე ხელებმა" ჩაატარა კვლევა მოსახლეობაში შეშით მომარაგებასთან დაკავშირებით. გამოიკითხა 90 ოჯახი და ამის შემდეგ სკოლაში მოწვეული იქნა რეინჯერი კახა ხიჯაკაძე.

კვლევას ეკოკლუბი მესამე წელია ატარებს და თუ შევადარებთ სამივე წლის მონაცემებს, აღმოვაჩენთ, რომ  შეშის რესურსი კიდევ უფრო შემცირდა და შემცირდა აგრეთვე იმ მოსახლეობის რიცხვი,რომლებსაც ტყიდან შეშა გამოაქვთ.

შეხვედრაზე რეინჯერმა აღნიშნა, რომ რადგან შეშის რესურსი შემცირდა საშეშე მერქანი კიდე უფრო შორს მოინიშნა და ამან შეშის ფასი კიდევ უფრო გააძვირა და შესაბამისად მოსახლეობას კიდევ უფრო უჭირს ტყიდან შეშის გამოტანა.

სოფელში გათბობის სხვა ალტერნატივა კვლავ არ არის, გაზიფირების პროცესი კვლავ შეჩერებულია.