ქალაქ წნორის N3 სკოლის მოსწავლეები წნორის საკრებულოს თავმჯდომარეს შეხვდნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორის N3 საჯარო სკოლის გუნდ "ათენას" და სამოქალაქო კლუბ "ინოვატორის" წევრები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ეწვივნენ  სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის საკრებულოს. ახალგაზრდები გაესაუბრნენ საკრებულოს თავმჯდომარეს. 

საუბრის ძირითადი თემა ეხებოდა ორგანიზაცია "მომავლის თაობას"-თან ერთად დაგეგმილი პროექტის დაფინანსებას. მოსწავლეებმა საკრებულოს თავმჯდომარეს სთხოვეს დახმარებოდნენ, რათა გაეკეთებინათ სკოლასთან შემაკავებელი, ე.წ "მწოლიარე პოლიციელი", რომელიც შეანელებდა მანქანების მოძრაობას და უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას. 

მოსწავლეებს დაევალათ განაცხადის გაგზავნა მუნიციპალიტეტის მერიაში. სასიხარულოა, რომ მათი მოთხოვნა მალევე იქნა დაკმაყოფილებული.