ხარაგაულის სოფელ მარელისის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა განახორციელა კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა სახელწოდებით: "ახალი სიცოცხლე ფურცლებს“. ეს წამოწყება იყო საკმაოდ მასშტაბური, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა ფეხდაფეხ მოიარეს სოფლები: ქვები, მარელისი, ჭარტალი, ზედუბანი.
მოსწავლეები მოსახლეობას ესაუბრენ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მაკულატურის არა დაწვა, არამედ მისგან ახალი ქაღალდის დამზადება. ეკოკლუბელებმა შეაგროვეს საკმაოდ დიდ რაოდენობის მაკულატურა. ამ აქციაში ჩაერთო სოფლის ბიბლიოთეკაც.
მარელისის სკოლის ყველა კლასი გულდასმით აგროვებს სულ მცირე ქაღალდსაც კი. მათთან ასევე თანამშრომლობდნენ მშობლებიც. ღონისძიებებში მონაწილეობდა უცხოელი მოხალისე, სსსმ მოსწავლე და სკოლის ადმინისტრაცია.