მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავეს პროექტი, რომელიც დასაფინანსებლად წარუდგინეს ორგანიზაცია "მარნეულის ახალგაზრდულ იდეას". პროექტი მოიწონეს და 1500 ლარით დააფინანსეს.
პროექტის მიზანია სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება , დაგეგმვა-განხორციელება და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ჩართვა სხვადასხვა საქმიანობაში.
პროექტის ფარგლებში მოპოვებული თანხა მოხმარდება სოფელ მარადისის მინი მოედნის გამწვანებას (250 ლარი) , 250 ლარით სკოლები შეიძენენ აქსესუარებს ღონისძებებისთის , სოფელ კასულმოს სასოფლო რეაბილიტაციას (700 ლარი) , ხოლო დარჩენილი 300 ლარით მოსწავლეები შეძლებენ სპორტული (ფრენბურთი, ფეხბურთი, კალათბურთი, მხიარული სტარტები) და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას (დასუფთავება, ტრენინგები, ექსკურსია).
მარადისისა და კასუმლოს სკოლის კლუბები გეგმავენ სპორტულ და გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართონ ურშალოს, შულავერის და ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც.
პროექტი ითვალისწინებს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსისადმი მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ინტერესის გაღვიძებას. პროექტი პასუხობს მდგრადი განვითარების N3 (ჯანსაღი ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ) N15 ( დედამიწის ეკოსისტემები) მიზნებს.