ბორჯომის სოფელ ქვაბისხევის სკოლის მოსწავლეებმა საკვები პროდუქტები გამოიკვლიეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის სკოლის ეკოკლუბელებმა განახორციელეს მორიგი აქტივობა მათივე მიერ წამოწყებული პროექტის - "ჯანსაღი ცხოვრების წესის" ფარგლებში. მოსწავლეებმა სკოლაში მოიტანეს საკვები რომელიც იყიდება მაღაზიებში და მოვიხმართ ყოველდღიურად. სხვადასხვა წარმოების პური, მაკარონი, ბრინჯი, კარაქი, არაჟანი, მშრალი სუპები, შოკოლადი და ა.შ.

"შეძლებისდაგვარად გავეცანით ეტიკეტზე დატანილ საკვების შედგენილობას და გამოვიკვლიეთ ქიმიური ცდებით სახამებელზე, ცილებზე, ცხიმებზე. კვლევა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებით ცხიმებით დავინტერესდით. სამწუხაროდ, არცერთი ცხიმი არ აღმოჩნდა ცხოველური. სახამებლის რაოდენობის შემოწმება მოხდა იოდის შეფერილობის მიხედვით" - ამბობენ ქვაბისხეველი მოსწავლეები.