როგორც CENN–ის იმერეთის რეგიონის კოორდინატორი, მაია კეზევაძე გვამცნობს, იმერეთის რეგიონის ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლის "ეკო-კლუბელები" ატიურად განაგრძობენ მუშაობას ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში.
ამჟამად "ეკო კლუბელები" მუშაობენ კვლევაზე, რომელიც სოფელ კურსების ტბასთან დაკავშირებით მოსახლეობის/აუდიტორიის ინფორმირებულობას და გარემოსდაცვით საკითხებს შეეხება.
უახლოეს დღეებში ბავშვები კვლევის შედეგებს შეაჯამებენ და საპრეზენტაციოდ მოამზადებენ, რაშიც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის წარმომადგენელიც აქტიურადაა ჩართული. მაია კეზევაძის თქმით, "ეკოკლუბის" წევრების მოტივაცია და თანამშრომლობის სურვილი სანიმუშოა.