ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბმა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2019“-ის ფარგლებში გამოაცხადა სასკოლო კონკურსი -- ,,ჭკვიანი ხელები“. ამ პროექტით მოსწავლეები გამოეხმაურნენ მდგრადი განვითარების მე-12 მიზანს, რაც მდგომარეობს მდგრად მოხმარებასა და წარმოებაში.
კონკურსში ჩაერთო თითქმის ყველა კლასი. მათ დაამზადეს გამოყენებული, გამოუსადეგარი ნივთებისგან ახალი ნივთები და წარუდგინეს ჟიურის. ეს აქტივობები ეტაპობრივად იმართება იმის მიხედვით, თუ რომელი კლასი წარადგნეს ნამუშევრებს. კონკურსი დასრულდება და გამარჯვებული გამოცხადდება მაისის თვეში. ამჯერად, 2019 წლის პირველი გამოფენის ავტორები არიან მე-6 კლასის მოსწავლეები, რომელთაც მუყაოს ქაღალდისგან და პლასტმასის ჩხირებისგან (ე.წ. საწრუპებისგან) შექმნეს ორიგინალური ნივთები.
მსგავსი აქტივობები ემსახურება მოსწავლეებში გარემოსადმი დამოკიდებულების შეცვლას. პატარები თავიდანვე აცნობიერებენ, რომ გამოუყენებელი და უსარგებლო გარემოში არაფერია და თუ გონივრულად მოვიქცევით, ჭკვიან ხელებს შეუძლიათ ისეთი საოცრებების შექმნა, რომლებიც მათ წარმოადგინეს.