გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად გამოცხადებული სასკოლო ფოტოკონკურსის „ფოტო სინთეზი-2016“ და საქართველოს სატყეო პორტალის forestry.cenn.org - ის შესახებ პრეზენტაციები დაიწყო აჭარის (ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში.
ჩვენს მიერ გამოცხადებულ კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობის გაზრდისათვის აქტიურად არიან ჩართული საჯარო სკოლის დირექტორები და ბიოლოგია-გეოგრაფიის მასწავლებლები.
პროექტი ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.