სოფელ თხილნარის N1 სკოლის ეკოკლუბელები აჭარის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციით დაინტერესდნენ

აჭარაში, მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა დაიწყეს მუშაობა იმ სახელმძღვანელოზე სადაც მოცემულია აჭარის ბიომრავალფეროვნება და გარეული ცხოველები. სახელმძღვანელო ემსახურება კონსერვაციულ განათლებას.

აღნიშნულ წიგნში მოცემულია აჭარის ფლორა და ფაუნა - ველური ბუნება ჩვენს გვერდით. სახელმძღვანელოს მიზანია მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ადამიანისა და გარეული ცხოველის ურთიერთდამოკიდებულებაზე. ველური ბუნების უმნიშვნელოვანეს როლზე ეკოსისტემების ფუნქციონერებისათვის, მისი რეკრეაციულ, ესთეტიკურ და ეკონომკურ მნიშვნელობაზე და კონსერვაციის აუცილებლობაზე. 

შეხვედრის პირველ ნაწილში მოსწავეებმა განიხილეს აჭარაში გავრცელებული ბალახისმჭამელი ცხოველები, მათი სასარსებო გარემო, ამჟამინდელი მდგომარეობა ბუნებაში, საარსებო არეალის მდგომარეობა. დისკზე მოისმინეს ამ ცხოველების ხმები ბუნებაში და მათი ნაკვალების გამოცნობის გზები. ბალახისმჭამელი ცხოველების განხილვის შემდეგ ჩაატარეს ვიქტორინა ამ თემაზე.

ეს აქტივობა მოსწავლეებს ეხმარებათ უკეთ გაიცნონ მათი მხარის ბუნება, დაეხმარონ  ცხოველებს ბუნებაში და შეინარჩუნონ ველური ბუნება.