CENN–მა ლიტერატურულ კონკურს “წიგნის ხის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა
13 ოქტომბერს, ყვარელისმუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში,გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მარდაჭერით, ასევე სპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთადეპარტამენტისღონისძიების „ერთჯერადითავისუფალიპროექტებისმხარდაჭერის“ ფარგლებში, "ლიტერატურულიფორუმი - წიგნისხე" საზეიმოდ დასრულდა. მასშიმონაწილეობამიიღესდამწყებმამწერლებმასაქართველოსსხვადასხვარეგიონებიდან. მონაწილეთაძირითადიკონტიგენტიდაკომპლექტებულიალიტერატურულიკონკურსებისგამარჯვებულებისგან.
8 დღის განმავლობაში, მონაწილეებს ლექციები და მასტერკლასები თანამედროვე მწერლებმა ჩაუტარეს.პროექტი საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს შეიყვარონ ჩვენი ქვეყნის ბუნება, დახვეწონ წერის ტექნიკა, გაეცნონ ლიტერატურის თანამედროვე ტენდენციებსა და მიდგომებს.
დაჯილდოვებაზე CENN-ის წარმომადგენლებმა 6 გამარჯვებულ ბავშვს ორგანიზაციის მიერ დაწესებული საკმაოდ მიმზიდველი პრიზები: სამოგზაურო ზურგჩანთები, საქართველოს მაღალხარისხიანი ატლასი და სხვა საინტერესო საჩუქრები გადასცეს.
როგორც იცით, CENN თავიდანვე გვერდში ედგა კონკურს “წიგნის ხეს“ და საკონკურსო ნაწარმოებების შერჩევაშიც ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული. გამარჯვებული ნაწარმობების ნახვა ასევე შეგიძლიათ ჩვენს ვებ–გვერდზეც.
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი მომავალშიც აქტიურად დაუჭერს მხარს მსგავს საინტერესო და კრეატიულ ინიციატივებს.
დაჯილდოვების ამსახველი სრული ფოტორეპორტაჟის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს "ფეისბუქის" გვერდზე ამ ბმულის საშუალებით:https://www.facebook.com/media/set/?set=a.900963159982874.1073741851.101823779896820&type=3&uploaded=20