მარტვილის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა პედაგოგ ნანა სილაგაძესთან ერთად მოაწყვეს საველე გასვლა მდინარე ცხენისწყლის და სოფელ ბანძას ტერიტორიაზე. ეს ის ადგილებია, ,რომელიც ნიკო კეცხოველს აღწერილი აქვს თავის წიგნში "მკერდში დაჭრილი ბუნება".
ცხენისწყლის ხეობა და მიმდებარე ტერიტორია მცენარეთა დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამჟამად აქ მრავლადაა კაკლის ხის ცალკეული ეგზემპლარები და კორომები ძირითადად სახნავ სათესი ნაკვეთების სიახლოვეს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ის ძალინ კარგ საჩრდილობელს წარმოადგენს ზაფხულის განმავლობაში. კაკლის ხე მოხსენიებულია გიორგი მე-12 -ის დროინდელ ისტორიულ წყაროებში. კაკლის მერქნისგან მაღალი ხარისხის ავეჯი მზადდება, ფოთლებისგან შავი საღებავი, ეთეროვანი ზეთები, ნაყოფისგან გემრიერიელი კერძები მიიღება.
ბანძაში ეკოკლუბელებმა მოინახულეს უძველესი ძელქვის ხეები, რომლებიც თავიანთი სიდიადით ახლაც აოცებენ მნახველებს. პედაგოგმა ეკოკლუბელებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ძელქვა რელიქტური, წითელ წიგნში შეტანილი მცენარეა, მას ქვასავით მაგარი მერქანი გააჩნია, ამის გამო ადრე ის დიდი რაოდენობით ნადგურდებიდა. ამ ხეებს სამეგრელოში ოდის სასახლეების ასაგებად და ღობის მესრებად იყენებდნენ.
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფარგლებში ლეციცხვაიეს საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცა ძელქვის და კაკლის ნერგები, რომლებიც ხელსაყრელი ამინდის დადგომისთანავე სოფლის რწმუნებულთან შეთანხმების საფუძველზე, დაირგვება მაიორ გელა ჭედიას სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.