გარემოსდაცვითი კონფერენცია ჭიათურის ხუთი სკოლის ეკოკლუბელებისათვის

ჭიათურის #1,, #3, #5,  ხალიფაურის და წირქვალის საჯარო სკოლების ეკოკლუბის წევრებმა ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოსთან ერთად ჩაატარა კონფერენცია თემაზე "დედამიწის წუხილი".

კონფერენცია მიეძღვნა დედამიწის წუხილის დღეს.  ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ პრეზენტაციები იმ პრობლემებიდან გამომდინარე რაც მათ ქალაქს აწუხებს. სწორედ ამის გამო კონფერენციის თემები იყო "ღია ნაგავსაყრელების რომელიც საფრთხეს უქმნის გარემოს-ჭიათურის მაგალითზე" "დედამიწა წუხს ჭიათურის გამო"და სხვა.აა

ეკოკლუბის წევრებმა ჩამოაყალიბეს და გამოკვეთეს პრობლემები ჭიათურის მაგალითზე, ესენია: ნიადაგის დაბუნძურება, სასმელად უვარგისი წყალი, დაბინძურებული მდინარეები და ზღვები, ჰაერის დაბინძურება, გარემოს დაბინძურება ნარჩენებით, გადამამუშავებელი ქარხნების არარსებობა რეგიონებში ასევე გამონაბოლქვი გარემოში და ოზონის შრის შემცირება.  ამასთან ისაუბრეს იმ შედეგებზე, რომელიც შესაძლოა პლანეტას შეექმნას თუკი ეს პრობლემები მოუგვარებელი დარჩება.