"შეშის ერთი ნაპობის" აქცია საჩხერის სოფელ სარეკის სკოლაში

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა სკოლაში მოაწყვეს საქველმოქმედო აქცია სახელწოდებით ,,შეშის ერთი ნაპობი". აქცია გულისხმობდა იმაში, რომ  სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ტექნიკურ პერსონალი სურვილისამებრ დაეხმარებოდნენ ეკო-კლუბის წევრებს შეშის შეგროვებაში, რომელიც შემდგომ სოფელ სარეკის   ხელმოკლე მაცხოვრებლებს უსასყიდლოდ გადაეცემოდათ. აქცია წარმატებით ჩატარდა. შედეგად სარეკის საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა  ზამთარში შეშით მოამარაგეს რამოდენიმე ხელმოკლე ოჯახი.

მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობა შეესაბამება მდგრადი განვითარების პირველ და მე-17 მიზნებს, რომლებიც შესაბამისად გულისხმობს სიღარიბის აღმოფხვრასა და თანამშრომლობას საერთო მიზნებისათვის.