სკოლა "პრომეთეს" ეკოკლუბმა თბილისის ეროვნული პარკი დაასუფთავა

თბილისის სკოლა "პრომეთეს" ეკოკლუბის წევრებისათვის გარემოზე ზრუნვა, ეკოლოგიური მონიტორინგი, ერთერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ამჯერად ისინი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიას (მამკოდის მონაკვეთზე), მდინარე გლდანულას ხეობაში ესტუმრნენ და დაასუფთავეს საკმაოდ დიდ მონაკვეთი.

მდინარე გლდანულას მიმდებარე ტერიტორიაზე არსად არ დგას ნაგვის ურნები, მოსწავლეებს მოუწიათ  დაექირავებინათ ტრანსპორტი, რითაც შეგროვებული ნარჩენები სოფელ გლდანის ნაგვის ურნებში გადაანაწილეს.  

ეს სკოლა "პრომეთეს" ეკოკლუბელების დასუფთავების მეორე აქცია იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე, ბავშვების თქმით, სამწუხაროდ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი "მტრულად არის განწყობილი" საკუთარი  მიწა-წყლის მიმართ და უბრალოდ სხვა სახელი ვერ მოუძებნეს მოსწავლეებმა, იმ რეალობას, რომ ისევ ნაგვით სავსე დახვდათ ტერიტორია, რომელიც ორ თვის წინ საგულდაგულოდ დაასუფთავეს.