ეკონაძვისხეების გამოფენა სენაკში

სამეგრელოში, ქალაქ სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში ჩატარდა სენაკის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი ეკონაძვისხეების გამოფენა-კონკურსი,

კონკურსის მიზანია საახალწლოდ ტყეების განადგურებისა და ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრის შეჩერება. საამისოდ კონკურსის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს სკოლის მოსწავლეები წაეხალისებინათ და ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა შეეთავაზებინათ. მოსწავლეებს ნაძვის ხეები სხვადასხვა სახის ნარჩენებისაგან უნდა დაემზადებინათ. საამისოდ მათ უნდა გამოეყენებინათ ყველაფერი ნაძვის ხის და მისი ტოტების გარდა.

აღნიშნულ გამოფენაში- კონკურსში აქტიურად ჩაერთო ქალაქ სენაკის #1 საჯარო სკოლის ეკოჯგუფი „ეკოპი“ .  წევრებმა  დამზაადეს და გამოფენაზე გაიტანეს ორიგინალური ნაძვის ხეები.

გამოფენაზე მონაწილე  ნამუშევრის ავტორებს გადაეცა სამახსოვრო პრიზი და სიგელები.