რეკულტივაცია ჭიათურის სოფელ შუქრუთში

ჭიათურის #1, #2 და #5 სკოლის ეკოკლუბების წევრებმა ასოციაცია ჭიათურის მოსწავლეთა საკრებულოსთან თანამშრომლობით GEF-ის მცირე გრანტების პროექტის ფარგლებში მოახდინეს დეგრადირებული ნიადაგების რეკულტივაცია სოფელ შუქრუთის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

მანგანუმის მოპოვებისას დაზიანებულ ნიადაგზე მოსწავლეებმა გადაწყვიტეს დაერგოთ ნერგები.ასოციაცია "ჭიათურელთა კავშირის" დაფინასებით შეძენილ იქნა აკაციიის ნერგები და მოხდა რეკულტივაცია  სოფელ შუქრუთის ტერიტორიაზე.

ამასთან აღსანიშნავია ისიც რომ რეკულტივაციაში აქტიურად ჩაერთნენ ადგილობრივი თვითმართველობიდან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი ალექსანდრე ციცქიშვილი და ჭიათურის დეპუტატი სულხან მახათაძე. 

ჭიათურის #1, #2 და #5 სკოლების ეკოკლუბების წევრებმა ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაფინანსებითშემოღობეს რეკულტივირებული ტერიტორია, რათა დაეცვათ დარგული ნერგები. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ დაიგა 1000-მდე ნერგი, დროთა განმავლობაში ჭიათურის #1, #2 და #5 სკოლების მოსწავლეები სტუმრობდნენ სოფელ შუქრუთს ნერგების მოსარწყავად. აღნიშნული აქტივობა გაშუქდა ადგილობრივი ტელევიზია იმერვიზიის ეთერში.