გურიაში, ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების კვირეულის ფარგლებში გამოცხადდა გარემოსდაცვითი პლაკატების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მე-7 - მე-10 კლასის მოსწავლეებმა.
ბავშვების ნამუშევრები გამოიფინა სკოლის ვესტიბიულში. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა პლაკატმა- "მე დავიცავ გარემოს", რომელშიც ნათლად გამოჩნდა გარემოზე ადამიანის ზემოქმედების დადებითი და უარყოფითი შედეგები. საგამოფენო ნამუშევრებში ასახული იყო პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემაც.