თელავის მეორე სკოლაში მოხალისეობის დადებითი როლის შესახებ იმსჯელეს

8 იანვარს თელავის მეორე საჯარო სკოლას ეწვივნენ მდგრადი განვითარების კახეთის ცენტრის სტაჟიორი ანა ამონაშვილი და CENN -ის კახეთის კოორდინატორი კახა სუხიტაშვილი. ანა ამონაშვილმა ეკო-კლუბის მოსწავლეებს ჩაუტარა სემინარი მოხალისეობის შესახებ. მოსწავლეებმა იმსჯელეს მოხალისეობის დადებითი როლის შესახებ ქვეყნის განვითარების საქმეში.

ანამ მოსწავლეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მათ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა. ეკო-კლუბის წევრებმა მას სესთავაზეს შემდგომი თანამშრომლობა საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების საკეთებლად.