სოციალური და ეკონომიკური დონე საქართველოში ძალიან დაბალია, სიღარიბის მაჩვენებლიც მკვეთრად გაიზარდა და უმუევართ რიცხვიც მატულობს , ბევრი მოქალაქე დღესაც სიღარიბის ზღვარზე მყოფის სტატუსით ცხოვრობს. თბილისის N31 სკოლის ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ კვლევა ,რომლითაც დაადგენდნენ ეკონომიკურად თუ რა მდგომარეობაა ამჟამად და მოქალაქეები რა მდგომარეობაში არიან სოციალური კუთხით.
კლუბის წევრებმა რესპოდენტებს შემდეგი სახის კითხვები მიაწოდეს : რამდენი წევრისგან შედგება თქვენი ოჯახი? ოჯახის რამდენი წევრია დასაქმებული? დანიშნული გაქვთ თუ არა სოციალური დახმარება? საშუალოდ რამდენია თქვენი შემოსავალი? არის თუ არა საკმარისი ყოველთვიური შემოსავალი,რათა უზრუნველყოს თითოეული წევრის ყველა პირობით უზრუნველყოფა რაც აუცილებელია სიცოცხლისთვის და ჯანსაღ გარემოში ცხოვრებისთვის? კვლევის შედეგები ასეთია:
გამოკითხულთა 80 % დააფიქსირა,რომ მათი ოჯახის წევრების რაოდენობა 1-5, ხოლო 20 % : 5-9 წევრი. მოქალაქეთა 60 %-მა დააფიქსირა,რო ოჯახში მხოლოდ ის არის დასაქმებული,ხოლო 40 %-მა დააფიქსირა,რომ ოჯახში 2-3 ადამიანი არის დასაქმებული. გამოკითხულთაგან არცერთს არ აქვს დანიშნული სოციალური დახმარება. 80 %-თვის საშუალო შემოსავალი 500 ლარია,ხოლო 20 % - თვის 700 ლარი. ყოველთვიური შემოსავალი არ არის საკმარისი, განსაკუთრებით ი ოჯახებისთვის სადაც ხოლოდ ერთი პიროვნებაა დასაქმებული,რო უზრუნველყოს თითოეული პიროვნება შესაბამისი მოთხოვნილებებით, ამის გამო ხშირად უწევთ ისეთ გარემოში ცხოვრება ,რომელიც სიცოცხლისთვის საშიშიც კია. სწორედ ეს პასუხი დააფიქსირა გამოკითხულთა 100 %-მა.