ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მარჯანის“ წევრებმა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში განახორციელეს სასკოლო აქტივობა: ,,ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ შენი ვალია“ და აქტივობის პარალელურად სკოლის მიმდებარე ტყეში დარგეს ევკალიპტის, წაბლისა და კაკლის ხეები.
ბოლო პერიოდში სოფელ ნაკაიძეების მიმდებარე ტყის განაშენიანება, შევსება–განახლება თითქმის არ მომხდარა. ძლიერი ქარის შედეგად მეჩხერ ტყეში ევკალიპტის ხეები ძირიანად ითხრება, რაც საფრთხეს უქმნის სკოლის შენობასა და ადამიანებს. ,,მარჯანის“ წევრთა გადაწყვეტილებით აუცილებელია ქარსაფარი ზოლის განახლება და შემეჩხრებული ტყის ახალი ნარგავებით შევსება.
გამწვანების აქციაში მონაწილეობდნენ მოხალისეები სოფლის თემიდან. ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმა ,,მარჯანის“ წევრთა კრეტიულ წამოწყებას და მხარდაჭერა გამოუცხადა მათ ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში.
ღონისძიებაში მონაწილეობდა სსსმ მოსწავლეები. აქტივობის სლოგანია: ,,ბუნება ვერ ითმენს სიცარიელეს. ბუნება მუდმივ განახლებას მოითხოვს!“