CENN–ის ორგანიზებით, ბავშვებმა მაჭის ციხე და ჭიაურის ტყე დალაშქრეს
10-11 ოქტომბერს ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე მოეწყო მორიგი ფოტოტური. ფოტოტურში მონაწილეობას იღებდა ქალაქ თელავის, თელავის თემისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლის 15 მოსწავლე.
საველე ღონისძიების დროს თელაველმა და ახმეტელმა მოსწავლეემა სპეციალისტებისა და ადგილობრივი რეინჯერის დახმარებით დალაშქრეს მაჭის ციხის მარშრუტი და შემდეგ მოინახულეს ჭიაურის ჭალის ტყე. ბავშვებმა ასევე გადაიღეს ფაუნის და ფლორის წარმომადგენლების საინტერესო ფოტოსურათები.
პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ის მიერ, პროექტის, "ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში. პროექტის პარნიორია დაცული ტერიტორების სააგენტო. პროექტის მხარდამჭერია ავვსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC)