სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს მოეძიებინათ მასალა ყველაზე საინტერესო მწერებზე და ცხოველებზე და მეგობრებისთვის გაეკეთებინათ პრეზენტაცია. ამ გზით ისინი შეეცადნენ სახვადასხვა არსებების შესახებ მეტი ინფორმაცია გადაეცათ ერთმანეთისთვის და გაეცნობიერებინათ, თუ რამდენად საოცარია ბუნება თავის ქმნილებებით.
ამჯერად, პრეზენტაცია ჩატარდა ჭიანჭველებზე. ეკოკლუბელებმა ლიკა კოკაიამ და ნათია შამათავამ მეგობრებს უამბეს ჭიანჭველების ცხოვრების წესზე, რომელიც იმდენაც უჩვეულოა, რომ მოსწავლეები გაოცებას ვერ მალავდნენ. პრეზენტაციის ბოლოს დაიყვნენ ჯგუფებად. თითოეულმა ჯგუფმა მოსმენილი მასალის დასკვნა გადაიტანა თაბახის ფურცელზე. გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი და ისაუბრეს იმაზე, რომ ბუნების ამ საოცრებებს რაოდენი გაფრთხილება სჭირდება.
ამ აქტივობით კლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს ეკოსისტემის დაცვასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში.