ვანის სოფელ ბზვანის სკოლის ეკოკლუბელებმა შეშის მოხმარებაზე კვლევა ჩაატარეს

იმერეთში, ვანის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სამოქმედო გეგმის მიხედვით  გუნდ „აისთან“ ერთად ჩაატარეს კვლევა სოფლის მოსახლეობის მიერ შეშის მოხმარებასთან დაკავშირებით. 

მოსახლეობის 48% გამოკითხეს წინასწარ შედგენილი კითხვარის დახმარებით, გამოიკითხეს ბზვანის, ზედა ბზვანის, მჟავანაძეების დაბაძგის უბნები., ასევე მოცემულ ტერიტორიებზე არსებული ორგანიზაციები. სოფლებში შეყვანილია გაზის მაგისტრალი, თითოეული მოსახლის ჭიშკართან, მაგრამ ზედა ბზვანში არ მისცეს დაერთების საშუალება უკვე 2 წელია, რადგან გაზის კომპანიამ ობიექტი არ ჩაიბარა. 

ზედა ბზვანის სკოლაშიც არის დამონტაჟებული გაზის გათბობა და იქ ჩართეს. შემცირდა შეშის მოხმარება. მოსახლეობის 60%-ს შეშის მარაგი მაინც აქვთ სახლში გაზის მიუხედავად. საშეშე მასალად იყენებენ: ეკალს, თხმელას, თხილს. ფაროსანას მიერ დაზიანებული თხილის მსხვილი ღეროები გამოჩეხა მოსახლეობის 20%-მა და შესაბამისად იყენებენ გასათბობად. 

გაზის გამოყენება 11%-ისთვის მიუღებელია, რადგან არ აქვთ სათანადოდ დაცული ოთახები  სითბოს შესანარჩუნებლად. სხვა მთიანი სოფლებიდან მოაქვთ და ეზიდებიან შეშას. სოფელ ბზვანის ტერიტორია მეწყრულ ზონას მიეკუთნება და არის საშიშროება წარმოიქმნას მეწყერი.