თბილისის N31 სკოლის მოსწავლეებმა წყლის მდგრად მართვაზე მცირე კვლევა ჩაატარეს

თბილისის  31-ე საჯარო სკოლის ეკო-კლუბმა "დრიადებმა" ჩაატარეს მცირე კვლევა წყლის  მდგრად მართვაზე. ეკოკლუბელებმა რესპოდენტებს შემდეგი სახის კითხვები შესთავაზეს:  რა წარმოადგენს წყლის ძირითად დამაბინძურებელ ფაქტორს? არის თუ არა სანიტარული ნორმები დაცული იმ ადგილას, სადაც თქვენ იმყოფებით დღის განმავლობაში? როგორ ფიქრობთ რა გავლენას ახდენს წყლის დაბინძურება ადამიანის ორგანიზმზე/გარემოზე? 

კლუბის წევრებმა კვლევის ჩატარების შემდგომ, რომელიც მოიცავდა მეტრო მარჯანიშვილის; საბჭოს მოედნისა და ჩიტაიას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიებს, ეკოკლუბელებმა შემდეგი შედეგები წარადგინეს: 45 % ფიქრობს, რომ წყლის ძირითადი დამაბინძურებელი ნარჩენებია, ისეთი სახის, რომელიც ძნელად იხრწნება და ბევრად მავნე ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე სხვა.

55 %-ს ფიქრობს, რომ წყალს ძირითადად ქარხნების მუშაობის შედეგად გამოყოფილი ნივთიერებები აბინძურებს, ასევე დააფიქსირეს ცხოველების როლიც.  რაც შეეხება სანიტარულ ნორმებს, მოსახლეობის 90 % დააფიქსირა, რომ სამუშაო/საცხოვრებელ ტერიტორიაზე სანიტარული ნორმები ნორმაზე დაბლაა და ამის გამო მათ ჯანმრთელობას არაერთხელ შეექმნა საფრთხე. გარემოზე კი ყველაზე მეტად ეს ახდენს გავლენას, რადგან სასმელი წყალი ნებისმიერი სახის ყველა ცოცხალ ორგანიზმს ესაჭიროება.