შინაური ცხოველები და ჩვენ

სენაკის სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბელები აქტიურად მუშაობენ პატარა მეგობრებთან ეკოცნობიერების ამაღლების მიმართულებით და ამ მხრივ ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს. ამჯერად, შეარჩიეს III ბ კლასი, რომელთაც ესაუბრნენ, თუ რატომ და როგორ უნდა მოუარონ ცხოველებსა და ფრინველებს. თითქმის ყველამ გამოხატა საკუთარი თბილი დამოკიდებულება მათდამი. თუმცა საუბარი რომ საქმედ ექციათ, ამისთვის  ეკოკლუბმა ,,ECO-R”-მა პატარებს დაავალა, გადაეღოთ ფოტოები თავიან შინაურ ცხოველებთან და ფრინველებთან და მომდევნო დღეს გაეკეთებინათ პრეზენტაცია, თუ როგორ უვლიდნენ მათ თვითონ ან ოჯახის წევრები.

ფოტოები საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. როგორც აღმოჩნდა, ჰყავდათ ისეთი შინაური ცხოველებიც, რომელიც მოულოდნელი იყო თანატოლებისთვის. მაგალითად, თხა და ცხვარი. პატარებმა დეტალურად წარუდგინეს მეგობრებს მათი მოვლის წესები და ის სარგებელი, რომელსაც მათგან იღებს ოჯახი.

ამ აქტივობით ეკოკლუბი გამოეხმაურა მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს, რაც მდგომარეობს დედამიწის ეკოსისტემების დაცვაში.