ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლა სკოლას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ორგანიზაცია CENN-ის კოორდინატორი, გიორგი იორამაშვილი ეწვია.
სტუმარმა გუდაურელ მოსწავლეებთან ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მეტად საინტერესო შეხვედრა გამარტა და კონკურსში ახლადჩართული გუნდის წევრებს საჩუქრად გადასცა საქართველოს ბუნებრივი კატასტროფებისა და რისკების ატლასი, მიზნების წიგნები, შეშის მოპოვება, დამზადება და გამოყენების შესახებ ბროშურები და პლაკატები.
გიორგი იორამაშივილი ეკოკლუბის წევრებს ესაუბრა რეგიონში მომდინარე ბუნებრივ კატასტროფებზე, რისკებსა და მათი აღმოფხვრის გზებზე. შეხვედრა საინფორმაციო ხასიათის იყო და ბავშვებმა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემები განიხილეს. ასევე შეადგინეს მომავალი აქტივობების გეგმაც.