10 ოქტომბერს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ის ორგანიზებით, პროექტის, "ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში კახეთის რეგიონის 9 სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ორდღიანი ფოტო ტურის მოსაწყობად გაემგზავრნენ.
ექპედიციის მსვლელობისას მოსწავლეები პროფესიონალი ფოტოგრაფებისა და ინსტრუქტორების მეთვალყურეობის ქვეშ გადაიღებენ ბიომრავალფეროვნების და კერძოდ ფაუნის წარმომადგენლების ფოტოებს.
კახეთის რეგიონში მსგავსი ღონისძიება იგეგმა ასევე ნოემბერში ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. აქტივობის პარტნორია დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის(ADC)