26 დეკემბერი ნიკო კეცხოველის დაბადების დღეა. ოზურგეთის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრების მიერ კვირეულის ფარგლებში არაერთი აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა: მოეწყო ნიკო კეცხოველის ბიოგრაფიის გაცნობა, გაიმართა ნიკო კეცხოველის წიგნების კითხვა, ჩატარდა შემეცნებითი აქტივობა ,,ვინ უფრო მეტი იცის ნიკო კეცხოველის შესახებ’’ და სხვა...
ნარუჯის საჯარო სკოლის ეკო-ჰაბში ნიკო კეცხოველის კვირეულის საზეიმო დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ეკოკლუბის წევრების გარდა, გარემოს ნორჩი დამცველები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ. ეკოკლუბის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას ნიკო კეცხოველის ღვაწლზე როგორც ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი საქართველოში, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და კიდევ უამრავი ტიტულის მქონე მეცნიერზე ისაუბრა.
ისაუბრეს საქართველოს ბუნებაზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანზე რომელმაც საქართველოს ყველა კუთხეში იმოგზაურა და გაეცნო საქართველოს ფლორას. ეკოკლუბის ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოებას, ეკოკლუბის წევრების მიერ შექმნილი ალბომი ,,მოვიარე საქართველო თავის მთით და მდელოთი’’ დაათვალიერბინა, სადაც ეკოკლუბის წევრების მიერ ნიკო კეცხოველის განვლილი გზაა ასახული, რომელიც ეკოკლუბის წევრებმაც გაიარეს.
შეხვედრის ბოლოს ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი ,,ნიკო კეცხოველი’’, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია და მეტი ინფორმაცია მიიღეს ამ ადამიანის შესახებ. შეხვედრა გამსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმით , რომ იგი მშობელთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.