24 დეკემბერს ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის გარემოსდცვითი აქტივისტები სამუშაო შეხვედრით იმყოფებოდნენ ქალაქის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ოფისში. სამუშაო შეხვედრის თემა იყო მყარი ნარჩენების სეპარაცია, გატანა და გადამუშავება.
შეხვედრის პროცესში გამოიკვეთა, რომ ამ ეტაპზე ქალაქისთვის ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მყარი ნარჩენების დახარისხებასთან დაკავშირებით. გადაწყდა, რომ ამ საქმის მოგვარება სასურველია დაიწყოს საბავშვო ბაღებიდან. სამომავლოდ დაიგეგმა ერთობლივი ვიზიტები ქალაქ ახმეტის ტერიტორიაზე მდებარე ყველა საბავშვო ბაღში.