სამეგრელოს სკოლები CENN- ის ფოტოკონკურსში ჩაერთნენ
როგორც იცით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს ტრეინინგები, სადაც მოსწავლეებს წარედგინებათ პრეზენტაციები CENN- ის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამნისტროსთან ერთად გამოცხადებული სასკოლო ფოტოკონკურსის ,,ფოტო სინთეზი-2016’’ ნიკო კეცხოველის სახელობის 2016 წლის პრემიის მოსაპოვებლად და საქართველოს სატყეო პორტალის forestry.cenn.org- ის შესახებ.
ტრეინინგები ტარდება მოსწავლეების CENN-ის პროგრამებში ჩართვისა და ფოტოკონკურსში მონაწილეობისას მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
ტრეინინგს უძღვებიან სკოლის მასწავლებლები.
აღნიშნულ თემებზე ტრეინინგები უკვე წარმატებულად ჩატარდა ფოთის #4 , ანაკლიის, თაიას, ნარაზენის, ხეთის საჯარო სკოლებში.
ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.