25 დეკემბერს, ხარაგაულის სოფელ ბორის საჯარო სკოლის გუნდმა "ბუნების მცველები" საახალწლო ღონისძიება ჩაატარა. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, ღონისძიებისთვის დეკორაციები, აქსესუარები და ნაძვის ხე მეორადი მასალებისგან დაემზადებინათ, გამოიკვეთა იდეა, რომ გამოეყენებინათ მეორადი ქაღალდები და ნაძვის ხისთვის პლასტმასის ბოთლები.
ერთი კვირის განმავლობაში შეაგროვეს პლასტმასის ბოთლები, ხის მასალის ნარჩენები, მეორადი ქაღალდები. პლასტმასის ბოთლებით დამზადდა ნაძვის ხე, გააფორმებით კი გააფორმეს მეორადი ფერადი ფურცლებით. ასევე სცენაც მოირთო მეორადი ფურცლებით დამზადებული აქსესუარებით. ამ აქტივობით ისინი გამოეხმაურენ მდგრადი განვითარების მიზანს -გონივრული მოხმარება და წარმოება.