ქალაქ მარტვილის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ოაზისი" ჩაერთო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წინასაახალწლოდ წიწვოვნების ჭრის პრევენციის მიზნით განხორციელებულ მასშტაბურ კამპანიაში ,,ნუ მოჭრი - მორთე,“ რომლის მიზანი საპრევენციო აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლებაა.
ეკოკლუბელებმა ამავე სკოლაში არსებული მათ მიერ დარგული ბუნებრივი ნაძვის ხეები სიმბოლურად მორთეს.ამ აქტივობის განხოცრიელებაში,გუნდის წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღო ამავე სკოლის მოსწავლეებმა. მათ შორის ერთმა სსსმ მოსწავლემ.
სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ეკოკლუბელებს სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნისთვის.მათ განაცხადეს, რომ მომავალი თაობისთვის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით,მით უმეტეს ასეთი წამახალისებელი აქტივობებით,ძალზედ მნიშვნელოვანია.