ქვედაჩხოროწყუს სკოლის ეკოკლუბელებმა სოფლის სასაფლაო დაასუფთავეს

სამეგრელოში, ქვედაჩხოროწყუს თემის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ედელვაისის" წევრებმა პედაგოგებთან  ინდიანა შენგელიასა და ნონა ჯობავასთან ერთად სოფლის ცენტრში მდებარე სასაფლაო დაასუფთავეს, 

ამ სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი სამუშაოდაა გასული მეზობელ ქვეყნებში, ამიტომ მზრუნველობას  მოკლებული, მოუვლელი საფლავებიც მრავლადაა. გაწმენდით სამუშაოებს ეკოკლუბის წევრები განსაკუთრებული  პასუხისმგებლობით და მონდომებით მოეკიდნენ, შეგროვებული ნაგვის გატანა-ტრანსპორტირება სოფლის რწმუნებულის, გიგლა ყალიჩავას მხარდაჭერით  განხორციელდა. 

"ედელვაისელები" შეთანხმდნენ, რომ დასუფთავების აქცია ერთჯერადი არ იქნება და მოუვლელ საფლავებს  მომავალშიც პერიოდულად დაასუფთავებენ.