7 ოქტომბერს, ზუგდიდში, ალექსანდრე ღურწკაიას საბუნებისმეტყველო გიმნაზიაში სემინარი ჩატარდა. სემინარზე გიმნაზიის მოსწავლეებს წარედგინათ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CEEN) -ის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად გამოცხადებული ფოტოკონკურს ,,ფოტო სინთეზ-2016’’-ის თემა ,, საქართველოს ფაუნა- ფოტოგრაფია VS ნადირობა’’ და კონკურსის პირობები.
GG_ გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მოხდა აგრეთვე CENN-ის მიერ პროექტის ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’ , რომელიც ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის -ADC ფინანსური მხარდაჭერით, ფარგლებში მომზადებული საქართველოს სატყეო პორტალის forestry.cenn.org- ის გაცნობა.
მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოხატეს ფოტოკონკურსის თემატიკის შესახებ და აღნიშნეს, რომ აქტიურად ჩაერთვებიან ,,ფოტო სინთეზ-2016’’-ში.