21 დეკემბერს საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერს ბენიამენ ფალავანდიშვილს შეხვდნენ. შეხვედრის თემა ნიკო კეცხოველის პროექტი "სასკოლო პრემია 2019" იყო, რომელიც თავის მხრივ მდგრადი განვითარების მიზნებს, გარემოსდაცვით განათლებასა და სამოქალაქო ჩართულობას გულისხმობს.
პედაგოგმა ინგა მოსიაშვილმა მერს წარუდგინა კლუბის განხორციელებული პროექტები, სამუშაო გეგმა და სამომავლო პრიორიტეტები.
აღსანიშნავია, რომ ზემოთაღნიშნული სკოლა (ისე როგორც საჩხერის სხვა საჯარო სკოლები) ჩართულები არიან ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში, რომლის ნახევარფინალში გადასულთა ვინაობა 2019 წლის იანვარში, ხოლო საბოლოო გამარჯვებულთა ვინაობა 2019 წლის მარტში გახდება ცნობილი.
მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.