ქვემო სვანეთში, ლენტეხის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი "ლემშვანიერას'' მიერ აღინიშნა 18 დეკემბერი - მიგრანტთა საერთაშორისო დღე. ეკო-კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პიუს კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევები მიგრაციის მსოფლიო მაშტაბების შესახებ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა კვლევები, რომლებიც ეწინააღმდეგება მიგრაციის შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებს. ხაზი გაუსვეს თუ რა კავშირშია მიგრაცია და სიღარიბე, თუმცა სიღარიბე უმეტესწილად განსაზღვრავს მიგრაციის მასშტაბების ზრდას მსოფლიოში. მიგრანტთა გადაადგილება კი ხშირად ტრაგიკულად სრულდება.