გარემოსა და ჰუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ დაასრულა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორგანიზებით ,,მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში" (EaP GREEN) პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი"-ს პროექტზე მუშაობა.
იმისათვის, რომ კოდექსის პროექტის საბოლოო, შემოთავაზებული ვერსია შესაბამისობაში ყოფილიყო ევროკანონმდებლობის, ორჰუსისა და ესპოს კონვენციებთან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ ოქმთან და ასევე მომხდარიყო საქართველოში არსებული მოთხოვნებისა და რეალობის ასახვა, კოდექსის პროექტმა განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილებები და მოხდა მისი მოდიფიცირება. დაზუსტდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა მთელი რიგი დებულებები.
კოდექსის პროექტის ქართული და ინგლისური ვერსიების ხილვა შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე და სამინისტროს
Facebook გვერდზე. შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 20 ივლისამდე.
თანდართულ ბმულზე შეგიძლიათ ნახოთ აღნიშნული კოდექსი:
http://moe.gov.ge/files/PDF%20%20qartuli/kanonmdebloba/2016/ivnisi/kodeqsi/kodeqsi.pdf