ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სამუშაო შეხვედრა გამართა CENN -ის კოორდინატორმა აჭარის რეგიონში - ირაკლი მიქელაძემ, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის განათლებისა და კულტურის სამსახურის თანამშრომლები. შეხვედრაზე იყო წარმოდგენილი პროექტის პრეზენტაციები ,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ და ,,ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია“.
როგორც იცით, სასკოლო კონკურს: ,,ნიკო კეცხოველის სახელობის პრემია“-ში ჩართულია სკოლები მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლებიც გარემოსდაცვითი კუთხით ახორციელებენ მთელ რიგ აქტივობებს. ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სკოლა ხვდება ფინალში, სადაც ვლინდება გამარჯვებული და წესდება შესაბამისი პრიზები.
ხელვაჩაურში გამართული შეხვედრის მიზანი იყო თანამშრომლობა აღნიშნული პრემიის ფარგლებში, რომელიც მოიცავს სათემო ახალგაზრდულ ინიციატივებს განათლების, კულტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით.