ფოთის N12 სკოლაში გენდერული თანასწორობის საკითხს სპეციალური გაკვეთილი მიეძღვნა

ქალაქ ფოთის N12 საჯარო სკოლის გუნდმა ,,გარემოსდამცველებმა" 2018 წლის 20 დეკემბერს ჩაატარეს კიდევ ერთი საინტერესო აქტივობა თემაზე: ,,გენდერული თანასწორობა".  

გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეები გადანაწილდნენ ჯგუფებად, მოიძიეს ინფორმაცია გენდერული თანასწორობის  შესახებ, მოამზადეს გაზეთები და მოაწყვეს პრეზენტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც კლასში გაიმართა დისკუსია.

ბავშვებმა იმსჯელეს გენდერულ თანასწორობაზე 21-ე საუკუნეში. აქტივობა საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მამაკაცისა და ქალის სოციალურ როლებს თავად საზოგადოება ქმნის, მისთვის დამახასიათებელი კულტურული ნორმებისა და ფასეულობებით.