ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქელეფონის საჯარო სკოლის გუნდი "მწვანე მომავალი" კვლავ განაგრძობს ნარჩენების მართვის ღონისძიებებს და ახდენს მის პოპულარიზაციას მოსახლეობაში. ამჯერად საახალწლო თემატიკის აქტივობა განახორციელეს და ნარჩნებისგან დაამზადეს საახალწლო ნაძვის ხე.
ამ ჟესტით მოსწავლეები მოუწოდებენ ყველას "გაცოცხლებადი" ნარჩენებისთვის სიცოცხლის დაბრუნება მოახდინონ და რაც შეიძლება შეცირონ ნაგვის რაოდენობა. მუყაოს ქაღალდისგან დაამზადეს ნაძვის ხე და ძველი შეღებილი გაზეთებისგან კი დაამზადეს სათამაშოები. ბავშვვების თქმით, ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილმა ამ ნარჩენებმა ერთი ნაძვის ხე გადაარჩინა.
ეს აქტივობა ორმაგ მნიშვნელობას ატარებს. ერთი მხრივ ნარჩენების მართვის კულტურას ამკვიდრებს და მეორე მხრივ ნაძვის ხის მოჭრის და განადგურების წინააღმდეგ აზრობრივ მნიშვნელობას.იძენს. აქტივობაში მონაწილეობდა გუნდის სსსმ წევრი.