ქობულეთის სოფელ ნაკაიძეების სკოლის მოსწავლეები თანასოფლელებს ნაძვის ხეების დაცვისკენ მოუწოდებენ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მარჯანის“ წევრებმა ,,კეცხოველის პრემია 2019“–ის კონკურსის პირობების შესაბამისად განახორციელეს კიდევ ერთი სასკოლო აქტივობა: სახელწოდებით ,,ნუ მოვჭრით ნაძვის ხეებს!“

სოფელში აღნუსხეს ნაძვის ხეები, გაესაუბრნენ სოფლის მკვიდრთ, რომელთაც საკუთარ კარმიდამოში აქვთ ნაძვის ხეები. როგორც აღმოჩნდა ზოგიერთი მათგანი ფიქრობდა საახალწლოდ ცოცხალი ნაძვის ხის მიტანას შინ, რადგან ასტროლოგებისაგან სმენოდათ, რომ  ცოცხალ ნაძვის ხეს ბედნიერება მოაქვს ოჯახისთვის.

გუნდის წევრებმა აუხსნეს მოსახლეობას, რომ ეს მოსაზრება მითია. ხელოვნური ნაძვის ხე იგივე დატვირთვის მატარებელია. არ ღირს ამისათვის ნაძვის ხის მოჭრა.